„პანდემია ემუქრება ბავშვთა განათლებას“ – მსოფლიო ორგანიზაციის „გადავარჩინოთ ბავშვები“ მიმართვა
ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ აფრთხილებს მსოფლიოს, რომ კორონავირუსული პანდემია ემუქრება არამხოლოდ ბავშვთა ჯანმრთელობას, არამედ მათ განათლებას. სწორედ ამიტომ ბავშვები უპრეცედენტო დაცვას საჭიროებენ.
„ახლა, როცა კორონავირუსის გამო გლობალური სიკვდილი მატულობს, მთელს მსოფლიოში ბავშვებს მზარდი საფრთხე ემუქრებათ. პანდემიის ფსიქოლოგიური ზემოქმედების რისკი ბავშვებზე ყოველდღე იზრდება. განსაკუთრებით მოწყვლადია კატანტინში მცხოვრები ბავშვების ოჯახები, რომლებიც შესაძლოა, ოჯახებს დაშორდნენ. სკოლებისა დახურვამ ასევე შეიძლება შეაფერხოს ბავშვების ესკალაცია“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
მხოლოდ აშშ-ში დიდი რსიკის ქვეშ იმყოფება 30 მილიონი ბავშვი, რომლებიც სკოლას როგორც სწავლის, ასევე კვებისთვისაც ეყრდნობიან.
„გადავარჩინოთ ბავშვები“ მიიჩნევს, რომ ღარიბ ქვეყნებში, ბავშვების სკოლის გარეთ დარჩენამ შესაძლოა, მათი იძულებითი შრომა ან ნაადრევი ქორწინებები გამოიწვიოს. ორგანიზაცია იშველიებს იუნესკოს მონაცემებსაც, რომლის თანახმად, დღესდღეობით 1.5 მილიარდი ბავშვი სკოლაში არ დადის მსოფლიოში არსებული ვითარების გამო.
“პანდემია ახლა მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებში ვრცელდება, იქ, სადაც ბავშვებს ისედაც არ აქვთ წვდომა სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებზე, რომლებიც მალარიის, პნევმონიის წინააღმდეგ გამოიყენება. ეს პანდემია ბევრ ბავშვს მზრუნველის გაეშე დატოვებს, დატოვებს სკოლის გარეშე საფრთხეში. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე კვირა გვაქვს, რომ ვიმოქმედოთ და განვსაზღვროთ რამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია“,- აცხადებს ორგანიზაციის მთავარი აღმასრულებელი ინგერ ეშინგი.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
სკოლის ექიმად დასაქმებისას პრიორიტეტი მიენიჭება ამ სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობას – ცვლილება კანონში
by ARIS.GE-განათლება
-
ქართველ ახალგაზრდებში რუსეთში განათლების მიღების პერსპექტივების პოპულარიზაციას ეწევიან – რას წერს სუსი საკუთარ ანგარიშში
by ARIS.GE-განათლება
-
მასწავლებელი სასკოლო ფორმებზე: „ჩვენს საზოგადოებას უჭირს განსხვავებულობის მიღება – როცა ფორმები არაა, სკოლაშიც უნდა შეეგუო ამას და არ უნდათ“
by ARIS.GE-განათლება