პარლამენტის განათლების კომიტეტმა თავმჯდომარის მოადგილეები დაამტკიცა
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები დაამტკიცა.
კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის პირველი მოადგილის პოსტს შალვა პაპუაშვილი დაიკავებს, მისი კანდიდატურა რეგლამენტის თანახმად თავად თეა წულუკიანმა წარადგინა.
კომიტეტის სხდომაზე ასევე თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე გიორგი ამილახვარი აირჩიეს, რომლის კანდიდატურაც კომიტეტს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარუდგინა.
ორივე დეპუტატი, მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით არის წარმოდგენილი.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 17 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს, საიდანაც 10 უმრავლესობის წარმომადგენელი იქნება, ხოლო 7 უფრაქციო დეპუტატი.
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება