პარლამენტის განათლების კომიტეტს თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს
მმართველმა პარტიამ საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 10 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს.
2020 წლის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანი აქამდე იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა. აღნიშნული პოსტი მან რამდენიმე თვის წინ დატოვა.
-
რა აქვს სათქმელი პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრისთვის სასკოლო მათემატიკის 50-მდე დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორს – მიმართვა
by ARIS.GE-განათლება
-
ეროვნული და სამაგისტრო გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში ჩარიცხვის ახალი წესი დამტკიცდა – ვის მოუწევს ზოგადი უნარების ტესტის წერა
by ARIS.GE-განათლება
-
თბილისის მერია განათლების მიმართულებით 325 მილიონამდე ლარს დახარჯავს – პრიორიტეტული პროგრამები 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში
by ARIS.GE-განათლება