პედაგოგთა გარე დაკვირვებისთვის რეგისტრაცია ოქტომბრის დასაწყისში გამოცხადდება – ვის მოუწევს განმეორებით რეგისტრაცია
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პედაგოგთა სტატუსის ასამაღლებლად, გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციას 1-დან 5 ოქტომბრამდე პერიოდში გამოცხადებს.
პროცესის გასავლელად ხელახალი რეგისტრაცია დასჭრდებთ იმ პედაგოგებს, რომლებიც გარე დაკვირვებზე გასულ სასწავლო წელს დარეგისტრირდნენ, თუმცა კორონავირუსის პანდემის გამოცხადების გამო, პროცესის დასრულება ვერ შეძლეს. რაც შეეხება იმ მასწავლებლებს, რომლებამც გასულ სასწავლო წელს სამოდელო გაკვეთილები ჩაატარეს, მათი შედეგები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში უკვე ასახულია და როგორც EDU.ARIS.GE-ს მასწავლებლის სახლის დირექტრის მოადგილე მანანა რატიანმა განუცხადა, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებაზე მსურველების მხოლოდ 10%-15%-ს ეთქვა უარი, დანარჩენი კი დაკმაყოფილდა.
„ჩვენ გვყავდნენ გასულ სასწავლო წელს გარე დაკვირვებაზე დარეგისტრირებული მასწავლებლები, რომელთა ნაწილმაც წარმატებით გაიარა პროცესი და მათთვის სტატუსების ასახვა მოხდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში. ხოლო პედაგოგების ნაწილისთვის, რომელთაც ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, კრონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე გადაედოთ გარე დაკვირვება, რეგისტრაცია გამოცხადდება 1-დან 5 ოქტომბრამდე და შეძლებენ უკვე ხელახლა დარეგისტრირდნენ. ხელახალი რეგისტრაცია აუცილებელია, რადგან ის იყო გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრის გაკვეთლების ცხრილზე მორგებული და ახალი რეგისტრაციით ისინი უკვე შეძლებენ განაახლონ ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც დატვირთვა აქვთ.
“თუ როგორი ფორმით იქნება გარე დაკვირვების პროცესი, ჩვენ ამ შემთხვევაში დამოკიდებული ვართ არსებულ მდგომარეობაზე, ეპიდსიტუაციაზე და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე. სკოლები თუკი პირისპირ რეჟიმში იმუშავებენ, ჩვენ მაშინ მასწავლებელს პირისპირ რეჟიმში დავაკვირდებით, თუკი სკოლა გადავა ონლაინ სწავლებაზე, ამ შემთხვევაში ონლაინ დავაკვირდებით და პროცესები აღარ გადაიწევს. ამის შესაძლებლობა მოგვცა კანონმდებლობის ცვლილებამ, ზოგადი განათლების შესახებ კანონში დისტანციური სწავლება აღიარებულია და შესაბამისად, უკვე ჩვენც გვაქვს უფლება, რომ გაკვეთილს დავაკვირდეთ ონლაინ და შესაბამისი სტატუსიც მივანიჭოთ. ერთი სემესტრის მანძილზე დავასრულებთ ამ პროცესს და სემესტრის ბოლოს, ვინც წარმატებით გავლის ონლაინ თუ პირისპირ ფორმატში გარე დაკვირვებას, ჩვენ სტატუსებს მივანიჭებთ“, – ამბობს მანანა რატიანი EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება