პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების განხორციელება დისტანციურად გახდა შესაძლებელი
„ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის №16/ნ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.
ცვლილების თანახმად, მე-10 მუხლს დაემატა ახალი მე-7 პუნქტი, რომელიც მულტიდისციპლინურ გუნდს ახალ შესაძლებლობას უჩენს კონკრეტული პირისთვის სტატუსის მინიჭების დროს.
კერძოდ, ახალი ჩანაწერის საფუძველზე “მულტიდისციპლინურმა გუნდმა, საჭიროებიდან გამომდინარე, პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება შესაძლებელია განახორციელოს დისტანციურად“.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან