პირველკლასელთა ნაწილს კომპიუტერი ისევ არ მიუღია – ხვალ სწავლა დისტანციურად იწყება
სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის ხვალ უნდა დაიწყოს, თუმცა მშობლების ნაწილი გვატყობინებს, რომ მათ შორის თბილისის სკოლებშიც პირველკლასელებს კუთვნილი კომპიუტერი ჯერ ისევ არ გადასცემიათ.
“დამპირდნენ, რომ ხვალ მომცემენ, მიზეზი არ უთქვამთ, მაგრამ იმედია კიდევ უფრო არ დაგვიანდება. არც პაროლი თიმსშიი შესასვლელი, არც მეილი ან სხვა ინფორმაცია არ მოუწოდებიათ”, – ამბობს თბილისის ერთ–ერთი საჯარო სკოლის პირველკლასელი მოსწავლის მშობელი.
საკითხის დაზუსტება, ჩვენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისყტროში ვცადეთ. კითხვაზე, თუ რამდენი პროცენტით არის ამ მომენტისთვის დარიგებული პირველკლასელებზე კომპიუტერები, ასევე, გადაეცათ თუ არა მათ თიმსის ჩასართავად საჭირო მონაცემები და შეძლებენ თუ არა ხვალ, პირველ სასწავლო დღეს კომპიუტერის დანიშნულებისამებრ გამოყენებას, ჯერ არ მიგვიღია.
ერთ–ერთი მსწავლებელი კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პირველ დღეებში თიმსს არ გამოიყენებენ:
„პირველკლასელებს ქართულის ონლაინ გაკვეთილი ექნებათ კვირაში 4 დღე 15 წუთით, მათემატიკა კვირაში 3 დღე 15 წუთი, სხვა დანარჩენი საგნები კვირაში ერთხელ 15-15 წუთი, ჯერ-ჯერობით ეს მოცემულობა გვაქვს და ცხრილის დაზუსტებაზე სკოლა კიდევ მუშაობს. რადგან ჯერ თიმსში რეგისტრაციასთან დაკავშირებით მშობლებისთვის ინსტრუქცია არ მიგვიცია 15 სექტემბერს ონლაინ გაკვეთილს ვერ ჩავატარებ, მაგრამ მე ვურჩიე რომ ბავშვებს ტელესკოლის გაკვეთილები აყურებინონ. ეს ტექნიკური დეტალები ამ დღეებში მოგვარდება და დისტანციურ გაკვეთილებსაც დავიწყებთ“, – ამბობს პედაგოგი.
სამინისტროს მხრიდან საკითხის დაზუსტების შემთხვევაში მონაცემებს აუცილებლად შემოგთავაზებთ.
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება