პირველკურსელთა რეგისტრაცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 5 სექტემბრიდან დაიწყება

აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება, უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია მ/წ 5 სექტემბრიდან 11 სექტემბრამდე (შაბათ-კვირის ჩათვლით), 11:00-დან 18:00 საათამდე და წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- საშუალო სკოლის ატესტატი;
- სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
- ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთდ;
პირადობის მოწმობის ასლი; - არასრულწლოვნობის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელის (მშობლის) პირადობის მოწმობის ასლი (რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერ წარმომადგენელთან ერთად).
რეგისტრაციის საზღაური შეადგენს 25 (ოცდახუთი) ლარს. თანხის გადახდა შეიძლება მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:
სააქციო საზოგადოება “ხალიკ ბანკი საქართველო“
საბანკო კოდი – HABGGE22
მიმღების დასახელება – შპს “გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“
საიდენთიფიკაციო კოდი – 200002120
ანგარიშსწორების ანგარიში – GE91HB0000000006903602
გაითვალისწინეთ! თქვენ რეგისტრირებულად ჩაითვლებით პორტალზე ელექტრონული რეგისტრაციის გავლის, სარეგისტრაციო საზღაურის გადახდისა და დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.
ელექტრონული რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე, რომელიც გააქტიურდება 1-ლი სექტემბრიდან.
მისამართი: თბილისი, ირინა ენუქიძის #3
საკონტაქტო პირი: ფიქრია ბერიძე – სტუდენტთა მხარდაჭერისა და სერვისის სამსახურის უფროსი. ელ-ფოსტა: p.beridze@gruni.edu.ge ტელ: (+995 32) 238 44 06 (107)
-
GRUNI-მ წლის საუკეთესო აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი დაასახელა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში გარე მობილობის მსურველთა რეგისტრაცია 12 თებერვალს დაიწყება by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში მედიაციის დისციპლინის შუალედური გამოცდა პრაქტიკული კომპონენტის შესრულებით ჩატარდა by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი