პრემიერი გამოცდებზე პირბადის მოხსნაზე: თუ ეს არ შეუქმნის აბიტურიენტების ჯანმრთელობას რისკს, ამას გავაკეთებთ
„ეს უადგილო თხოვნაა“ – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ნინო წილოსანს, რომლის შეკითხვაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებით შეზღუდვის მოხსნას ეხებოდა.
დეპუტატმა თავის გამოსვლაში პრემიერს მიმართა, რომ იქნებ იყოს იმის შესაძლებლობა, რომ აბიტურიენტებმა საგამოცდო პროცესი პირბადის გარეშე გაიარონ.
„ეს უადგილო თხოვნაა, ამას გადაწყვეტენ ეპიდემიოლოგები, თუ ეს არ შეუქმნის აბიტურიენტების ჯანმრთელობას არანაირ რისკს, რა თქმა უნდა ამას გავაკეთებთ, მაგრამ ეს თხოვნები ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები თავიანთ გამოსვლებში ადასტურებენ, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობენ და პირბადეების თემაზე მსჯელობა ისევ მიმდინარეობს. მოუწევთ თუ არა საგამოცდო სექტორში აბიტურიენტებს პირბადის ტარება, უახლოეს დღეებში საბოლოოდ გახდება ცნობილი.
აბიტურიენტებმა შესაძლოა ეროვნულ გამოცდებზე მუშაობა პირბადის გარეშე შეძლონ
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან