პრემიერი: მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ, კერძო სექტორის თანამშრომელი კი 2000 ლარს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იანვრიდან მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ, კერძო სექტორის თანამშრომლები კი 2000 ლარს.
ამის შესახებ მან დღეს, 28 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ისაუბრა და მასში შესული ცვლილებები დააზუსტა. მათ შორის სოციალური და განათლების მიმართულებით.
„ბიუჯეტის წინა ვარიანტში არ იყო სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდა განსაზღვრული და ეს დავუმატეთ. მოგეხსენებათ, რომ ბავშვების დახმარება თითო ბავშვზე იყო 50 ლარი ორი წლის წინ და გაისად, 2023 წლის პირველი ივლისიდან თანხა გახდება 200 ლარი, ბავშვზე 200 ლარს გავცემთ და ამაში დაიხარჯება 65 მილიონი ლარი.
ასევე, მინდა ვთქვა, რომ დეკრეტული შვებულებების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემატური. ამის თაობაზე პარლამენტშიც გვთხოვეს საკითხის გადაწყვეტა. გვქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში და პირველი იანვრიდან, 1000 ლარის ნაცვლად, გახდება 2000 ათასი ლარი. მანამდე ჩვენ სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში უკვე გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორისთვისაც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება 1000 ლარის ნაცვლად იქნება 2000 ლარი“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე იხილეთ:
ფინანსთა მინისტრი: სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულება 6 თვის ხელფასით დაფინანსდება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება