პრემიერმა პროფესიული სასწავლებლების ავტორიზაციის საბჭოს წევრები დაამტკიცა – სია
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით პროფესიული სასწავლებლების ავტორიზაციის საბჭოს წევრები დაინიშნენ.
საბჭოს ნანა ყუფუნია უხელმძღვანელებს. ის ამჟამად მსოფლიო ბანკის პროექტის – „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში კონსულტანტია.
ნანა ყუფუნიას გარდა საბჭოს შემადგენლობაში კიდევ ათი ადამიანი დაინიშნა:
გიორგი ხიშტოვანი – ა(ა)იპ პი ემ სი კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
მარიამ ჩაგელიშვილი – პროფესიული განათლების ექსპერტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) პროგრამაში – „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ – საბჭოს მდივანი;
ნატო ქიტიაშვილი – სს „საქართველოს უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორის მოადგილე;
ანა საბახტარიშვილი – ა(ა)იპ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი პერტაია – სსკ – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი;
მარიამ ქუჩულორია – ა(ა)იპ ევროპული ბიზნეს ასოციაციის გენერალური დირექტორის მოადგილე;
გიორგი ტრაპაიძე – სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი;
ნინო კაკულია – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი;
შორენა ჯაფარიძე – პროფესიული განათლების ექსპერტი;
ნოდარ მამინაიშვილი – ა(ა)იპ – არაფორმალური განათლების ახალგაზრდულ ცენტრ „მზიანი სახლის“ გამგეობის თავმჯდომარე.
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება