პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ქუთაისში აკვირდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ქუთაისის საგამოცდო ცენტრში აკვირდება.
პრეზიდენტი ქ. ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში იმერეთის გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება აბიტურიენტებს ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან მიულოცა, რომელიც ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაშია განთავსებული და წარმატებები უსურვა მათ.
,,დღეს ქუთაისში ვიმყოფებით და აქედან მინდა მოვულოცო ყველა აბიტურიენტს, ვინც წელს აბარებს ეროვნულ გამოცდებს. მინდა ვუსურვო წარმატებები. მართალია, ეს წელი ცოტა განსხვავებულია, რადგან პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაციაა. მგონია, რომ საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვნახე ყველაფერი ის, რაც მომზადებულია, იმისათვის რომ ამ პირობებში, მინიმუმზე იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე და მე მგონი, ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ის შემდომი ცხოვრების საწყისია. ამ ქვეყნის მომავალი ამ აბიტურიენტების ხელშია. ცოდნა, განათლება და პროფესონალიზმი – ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენს ყველას მომავალს და პირველ რიგში, მათ მომავალს. ასე რომ, წამატებები, წარმატებები და წარმატებები!“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა აბიტურიენტებისადმი გაკეთებულ მიმართვაში.
საქართველოს მასშტაბით გაიხსნილი 24 საგამოცდო ცენტრიდან ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს.
მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ
-
2026 წლის საგრანტო გამოცდაზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გავლენ – სავარაუდო ვადები დასახელდა
by ARIS.GE-განათლება
-
„უნდა გამოცხადდეს სტუდენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად“ – დეტალები
by ARIS.GE-განათლება
-
როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა
by განათლებული ბლოგი
