პროფესიული ტესტირების შედეგები და რეიტინგული სიის ცვლილების ვადები გამოქვეყნდა
2020 წლის შემოდგომის პროფესიული ტესტირების შედეგები ცნობილია. მათ, ვინც რეგისტრაცია ვებგევრდზე – vet.emis.ge-ზე გაიარა, შედეგების ნახვას ამავე გვერდზე შეძლებენ. ხოლო ისინი, ვინც საგამოცდოდ რეგისტრაცია პროფესიულ სასწავლებლებში გაიარეს, შედეგების გასაგებად კოლეჯებს უნდა მიმართონ.
აპლიკანტებისთვის, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტესტირება და პროფესიულ სასწავლებელში აპირებენ სწავლის გაგრძელებას, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალში ცვლილების განსახორციელებლად 5 დღე აქვთ მიცემული. 11-15 სექტემბერს ტესტირების ქულის გაცნობის შემდეგ, აპლიკანტი ვალებულია გააკეთოს საბოლოო არჩევანი მისთვის სასურველ პროგრამაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოიპოვებს საგანმანათლელო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას.
პროფესიული განათლების მიღების მსურველ აპლიკანტებს, პროფესიული ტესტირების ქულის გაცნობის შემდეგ, საშუალება აქვთ შეცვალონ რეგისტრაციის დროს არჩეული პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი ვებგვერდზე – vet.emis.ge.
აპლიკანტი უფლებამოსილია შეცვალოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი, ან დაამატოს ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მის მიერ ჩაბარებული პროფესიული უნარების ტესტის ტიპის მიხედვით, გარდა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა, რომლის დაშვების წინაპირობა არის შიდა კონკურსი.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საშემოდგომო მიღებაზე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირდა 12 000-ზე მეტი მსურველი.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება