ქართული პროფესიული განათლების დიპლომი ევროკავშირისა და ევროსაბჭოს დირექტივების შესაბამისი გახდა
ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში შემუშავდა პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართის ფორმა, რომელიც შესაბამისობაში მოდის ევროკავშირისა და ევროსაბჭოს დირექტივებთან.
როგორც განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, დანართი წარმოადგენს დიპლომის/სერტიფიკატის დანამატ დოკუმენტს და მასში დეტალურად არის აღწერილი პროფესიული განათლების დიპლომის/სერტიფიკატის მფლობელი პირის მიერ გამომუშავებული უნარები და კომპეტენციები. დანართი ივსება კვალიფიკაციის გამცემი უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
„დოკუმენტის შინაარსის ერთიანი გაგების უზრუნველსაყოფად, სერტიფიკატის დანართის ფორმის შევსებისას აუცილებელია შევსების წესების დაცვა. პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის დანართის შევსების პრინციპებთან დაკავშირებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები. შეხვედრაზე დამსწრე პირებს დიპლომის დანართის შევსების თაობაზე მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია“, – აცხადებენ ხარისხის ცენტრში.
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
ცნობილია, რომელი პროფესიული პროგრამები იყო ყველაზე პოპულარული 2025 წელს – საქსტატის მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
როდის უნდა ველოდოთ პროფესიული განათლების რეფორმას? – რას აანონსებს პრემიერ-მინისტრი
by ARIS.GE-განათლება