ქუთაისის 20-მდე საჯარო სკოლასა და 17 ბაგა-ბაღში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია
ქუთაისში, ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებამ საჯარო სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლის პროცესის შეწყვეტა გამოიწვია.
ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელ მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, დღეს სწავლა 20-მდე საჯარო სკოლაში არ მიმდინარეობს და სასწავლო პროცესი გაზის მიწოდების აღდგენის შესაბამისად განახლდება.
ერთ დღიანი შესვენება ასევე შეეხო ქალაქში მოქმედ 17 ბაგა-ბაღს. როგორც ქუთაისის ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველმა დავით წიტაიშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ მშობლებს გამოუვალი სიტუაცია აქვთ, ბავშვის დატოვება შეეძლებათ და ოთახს ალტერნატიული გზით ელექტროენერგიით გაათბობენ.
ცნობისთვის 2 დღეა ქუთაისის დიდ ნაწილს გაზი შეფერხებით მიეწოდება
მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება