ქუთაისის საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის პერსონალის ტესტირების პასუხის შედეგად, 21 პედაგოგს, მათ შორის, დირექტორსა და მოადგილეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას სკოლის დირექტორის მოადგილე ნათია ხაზარაძე ადასტურებს. მისი თქმით, პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
როგორც დირექტორის მოადგილე აცხადებს, სიმპტომები ამ დროისთვის არავის აღენიშნება.
ისინი, ამ დროისთვის, სკოლაში იმყოფებიან და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდებიან, თუმცა არ იციან ჯერ სად გადაიყვანენ.
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში თავდაპირველად კორონავირუსი ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუდასტურდა, რის გამოც სკოლა სასწავლო პროცესს 1-ელ ოქტომბერს განაახლებს.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება