რა ახალი შეზღუდვები დააწესა მთავრობამ სკოლების, უმაღლესებისა და პროფსასწავლებლებისთვის
მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დამძიმების ფონზე, დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება, შეზღუდვები ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც.
28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში შეიზღუდება გადაადგილება და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით კი მიღებულ გადაწყვეტილებაში ასეთი ჩანაწერია:
28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით კერძო და საჯარო საბავშო ბაღები, სახელოვნებო წრეები, სტუდიები აჩერებენ მუშაობას.
სკოლები, პორფსასწავლებლები და უნივერსიტეტები (სამედიცინოს გარდა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმში.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ყველა ეს შეზღუდვა იქნება დროებითი.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან