რა იცვლება 2021 წლის ეროვნული გამოცდების ტესტებში – სიახლეებს გამოცდების ცენტრი აქვეყნებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამები და დავალებათა ტიპები უცვლელი რჩება. რამდენიმე საგანში მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა შემცირდება. ეს ცვლილება შეეხება 3 საგნის – მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს.
აღნიშნული ცვლილებები დეტალურად კი ასე გამოიყურება:
მათემატიკა
2021 წლის მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი – 51.
ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო იქნება 3 სთ, მინიმალური ბარიერი კი – არანაკლებ 11 ქულისა (უმაღლეს სასწავლებლებს უფლება აქვთ უფრო მაღალი ბარიერი დააწესონ).
ფიზიკა და ქიმია
ფიზიკისა და ქიმიის ტესტებზე სამუშაოდ გამოყოფილი იქნება 3 საათი, ხოლო მაქსიმალური ქულა – 63.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე ვკითხულობთ, სხვა საგნების ტესტებში ცვლილებები არ იგეგმება.
2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული საგამოცდო ტესტები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროს რომელ პროგრამებს აქვს დაბალი ათვისება – აუდიტის სამსახურის დასკვნა ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება