რა მიმართულებით შემოწმდებიან საჯარო სკოლები სახელმწიფო ინსფექტორის სამსახურის მიერ – სიახლე სკოლებისთვის
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელ ლონდა თოლორაიას განცხადებით, არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების გავრცელება, გამჟღავნება, გამოყენება ან/და გასაჯაროება ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ სტრესს ახდენს ბავშვზე, რასაც ნაკლები ყურადღება ექცევა. ამის შესახებ მან არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის და ბულინგის შესახებ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, სამსახურმა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა 2020 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ხორციელდება რამდენიმე საჯარო სკოლის შემოწმება, რომლის შედეგები საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარედგინება. ასევე, სამსახურმა დაიწყო მასშტაბური პროექტი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩი”, რომლის ფარგლებში არასრულწლოვანთა, მასწავლებელთა და მშობელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს ყველა რეგიონში არაერთი პროექტი განხორციელდება“, -ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
2026 წლის საგრანტო გამოცდაზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გავლენ – სავარაუდო ვადები დასახელდა
by ARIS.GE-განათლება
-
„უნდა გამოცხადდეს სტუდენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად“ – დეტალები
by ARIS.GE-განათლება
-
როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა
by განათლებული ბლოგი