რა მოეთხოვება აბიტურიენტს ფიზიკის გამოცდის ტესტზე მუშაობისას – საჭირო წვრილმანები
2020 წლის ფიზიკის გამოცდაზე გასულმა თითოეულმა აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ფიზიკის ტესტის არჩევითი პასუხების მქონე დავალებაში დასმულია შეკითხვა და მოცემულია ხუთი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით;
შესაბამისობის პოვნა: უნდა დადგინდეს შესაბამისობა ჩამონათვალში მოცემულ ორ სიდიდეს ან ობიექტს შორის. ცხრილი ივსება შემდეგნაირად: ციფრებით დანომრილი თითოეული სიდიდისა ან ობიექტისათვის მოიძებნება მისი შესაბამისი ანბანით დანომრილი სიდიდე ან ობიექტი. შედეგი მოინიშნება X-ით ცხრილის სათანადო უჯრაში;
გასათვალისწინებელია, რომ ერთი ჩამონათვალის რომელიმე სიდიდეს ან ობიექტს შეიძლება შეესაბამებოდეს ერთი, ერთზე მეტი ან არც ერთი – მეორე ჩამონათვალიდან;
დავალება ფასდება ცხრილის სწორად შევსებული სტრიქონების ან სწორად შევსებული სვეტების რაოდენობის მიხედვით.
ღია დავალება
ამ შემთხვევაში, ვლინდება საკითხის თეორიული ცოდნის გამოყენების უნარი კონკრეტული მრავალსაფეხურიანი დავალების შესრულებისას;
მოითხოვება ამოცანის ამოხსნის ლოგიკურად მწყობრი, გააზრებული გზის წარმოჩენა;
ფასდება ამოცანის ამოხსნის თითოეული ეტაპი.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება