რა მოხდება, თუ სწავლის პროცესში სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდება?
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებულია 81 სკოლა, რომლებიც ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციებს აკმაყოფილებენ. მისივე თქმით, სწავლის დაწყებამდე ყველა სკოლის ინსპექტირება დასრულდება. როგორც ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ სკოლაში კოვიდ ინფექცია დაფიქსირდება, სამინისტრო ვირუსის წყაროს ლოკალიზებას უზრუნველყოფს.
„თუ მოხდა ვირუსის დაფიქსირება სკოლაში, დროულად უნდა იქნას ლოკალიზებული ვირუსის წყარო. დიახ, კარანტინში გადავლენ და ჩვენ გავატარებთ ყველა საჭირო ღონისძიებას, რომ სხვა ბავშვებმა დროულად შეძლონ განაახლონ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ. ამისთვის, რა თქმა უნდა, გადაზღვევის კომპონენტი არის ონლაინ სწავლება, რომელიც ასევე გამართულად მუშაობს უკვე. გაზაფხულიდან ვნახეთ, თუ რამდენად წარმატებული პროექტია ეს განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებული და ერთობლივი თანამშრომლობის რეჟიმში, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ გავიაროთ სასწავლო წელი ისე, რომ არ გახდეს აუცილებელი მაქსიმალური მობილობის დაგდება ქვეყანაში, რომ შევწყვიტოთ სასწავლო პროცესი სკოლებში“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
მინისტრის განმარტებით, სასწავლო დაწესებულებები მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იქნებიან და დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.
„სასწავლო დაწესებულებები იქნებიან მუდმივი მონიტორინგის ქვეშ, ჩვენ რეკომენდაციებს მივცემთ და ასევე გამკაცრებულ ღონისძიებებსაც გავატარებთ, რადგან ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოებისთვის“, – ამბობს მინისტრი.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება