რა პრევენციული ზომების გატარების რეკომენდაცია აქვთ სექტემბრიდან სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებს
“არ ველოდებით, რომ სექტემბერში სწავლა ვერ განახლდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის ალბათობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დიდი იმედი აქვთ, რომ შემოდგომის დასაწყისი ამ მხრივ მშვიდი იქნება.
სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სასწავლო დაწესებულებების მიერ სხვადასხვა წესის დაცვის ფორმებსა და აუცილებლობებზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა.
“ერთადერთ საშუალებად ისევ და ისევ რჩება პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის ბავშვთა თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებები და მათაც, შემოდგომის სეზონიდან, როდესაც განახლდება სასწავლო და სააღმზრდელო პროცესები სრული დატვირთვით, უნდა ჰქონდეთ გარკვეული მზაობა, რათა დაწესებულებებში სწორად მოხდეს ბავშვების მიღება ყოველდღიურ რეჟიმში. იყოს მათთვის კარგი საშუალებები ჰიგიენის დაცვისათვის და გამოუმუშავონ მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს სწორი ჰიგიენური წესები, რათა დაცული იყოს მათი ჯანმრთელობა. ამ წესების დაცვა საჭიროა არამარტო კორონასთვის, არამედ სხვა უამრავი დაავადებისაგან თავის დასაცავად”, – აღნიშნა ხაზაშვილმა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, მედიცინის ათი ყველაზე ძირითადი მიღწევიდან ერთ-ერთია სანიტარია და ჰიგიენა. ეს არის პრევენცია არაერთი ინფექციური დაავადებისთვის.
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება