რა რეკომენდაციების გათვალისწინება მოუწევთ საბავშვო ბაღებს ოქტომბრიდან – დოკუმენტი
საბავშვო ბაღები 1-ლი ოქტომბრიდან გაიხსნება. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გამოქვეყნდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რისი გათვალისწინებაც საბავშვო ბაღების თანამშრომლებს, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს მოუწევთ.
ზოგადი რეკომენდაციების ნაწილი ასე გამოიყურება:
- შეიმუშავეთ პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა;
- არ დაუშვათ საბავშვო ბაღის შენობაში გარეშე პირების (მათ შორის მშობელთა/მეურვეთა) შესვლა.
- ბავშვების მიღება განხორციელდეს ბაღის თანამშრომლის მიერ;
- დაწესებულების შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც პერსონალის, ასევე, ბავშვებისა და მათი მშობლების/მეურვეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით;
- პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს არანაკლებ 1-მეტრიან დისტანციას;
- თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების მიზნით, შენობის შესასვლელში უზრუნველყავით შესაბამისი მოსაცდელი სივრცის მოწყობა;
- თერმოსკრინინგისას, ცხელების 37°С ან 37°С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება მოსაცდელ სივრცეში ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით, 15-წუთიან შუალედში. ყოველი გამოყენების შემდეგ სავალდებულოა ვერცხლისწყლის თერმომეტრი დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
- უზრუნველყავით სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
- რესპირატორული სიმპტომების/ცხელების მქონე ბავშვი, სიმპტომების გამოვლენისთანავე, დროებით გადაყვანილ უნდა იქნეს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე;
- მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად ბავშვის გადამისამართების მიზნით.
დოკუმენტში ასევე მოცემულია საკვების მიღების პროცესის შესახებ რეკომენდაციები, მოთხოვნები სამზარეულოსთვის, ჭურჭლის ხელით რეცხვისას გასათვალისწინებელი პროცესები, დამატებითი ინსტრუქცია სანიტარიული კვანძის დასუფთავებისთვის და ა.შ.
სრული დოკუმენტი იხილეთ ბმულზე.
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება