რა შემთხვევაში ჩაეთვლება მასწავლებლობის მსურველს მაძიებლობის პერიოდი წარმატებით გავლილად
მასწავლებლობის მსურველს, მაძიებლობის პერიოდი წარმატებით გავლილად რომ ჩაეთვალოს, საგნის გამოცდის ჩაბარება მოუწევს. შესაბამისი ცვლილება ნორმატიულ აქტებში უკვე ასახულია.
კონკრეტულად „მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის წესისა და მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს №169/ნ ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მაძიებლობის პერიოდის წარმატებულად გამოცხადებისთვის საჭირო მოთხოვნების ჩამონათვალს საგნის გამოცდის ჩაბარებაც ემატება.
„ცენტრის დირექტორი გადაწყვეტილებას მასწავლებლის მაძიებლობის პერიოდის წარმატებით გავლის შესახებ იღებს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის შემადგენელი აკადემიური და პედაგოგიური პრაქტიკის კურსების შეფასების შედეგებისა და ჩაბარებული საგნის გამოცდის შედეგის საფუძველზე“, – ნათქვამია დოკუმენტის ახალ რედაქციაში.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება