რა ტექნიკურ საშუალებებს იყენებდნენ მასწავლებლები ონლაინ სწავლებისას
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული „დისტანციური სწავლა-სწავლების კვლევის“ თანახმად, COVID-19-ის პანდემიის გამო 2020 წლის 8 მარტს, საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ, საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში არ განახლებულა. 2081 საჯარო და 221 კერძო სკოლის 579 995 მოსწავლემ (519 364 საჯარო და 60 631 კერძო) 2019-2020 სასწავლო წლის ბოლომდე სწავლა დისტანციური ფორმით გააგრძელა.
კვლევის ერთი ნაწილის თანახმად, რომელსაც განათლების სამინისტრო აქვეყნებს წერია, რომ ტექნიკურ საშუალებებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მასწავლებლებისთვის პირველ ადგილას ინტერნეტში ჩართული მობილური ტელეფონია.
ინტერნეტში ჩართული მობილური ტელეფონი ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო მასწავლებელთა 76,9 პროცენტისთვის, თუმცა 8,9 პროცენტისთვის კი პირიქით, ხელმისაწვდომი არ იყო.
სხვა საშუალებების პროცენტული მაჩვენებლები კი ასე გადანაწილდა:
კვლევაში ნათქვამია ისიც, რომ დისტანციური სწავლებისას მასწავლებლების მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული პროგრამა „თიმსია“, რომელსაც მასწავლებლების 68,3 პროცენტი იყენებს, მეორე ადგილზეა „ტელესკოლა“, მესამე ადგილს კი 16 პროცენტით პროგრამა “ზუმი” იკავებს. აღსანიშნავია, რომ როგორც კვლევის შედეგებიდან ჩანს, „თიმსს“ უფრო მეტად საჯარო სკოლების, ხოლო „ზუმს” კერძო სკოლების მასწავლებლები იყენებენ.
-
ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები, ტესტი და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
გამოქვეყნდა გამსვლელი ქულა ლიტერატურაში, შეფასების სქემა და აბიტურიენტთა შედეგები – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
„მესამე სემესტრიდან სტუდენტისთვის დაფინანსების შემცირებას ერთადერთი მიზეზი აქვს“
by ARIS.GE-განათლება
