რა ტექნიკური მახასიათებლები აქვს წელს პირველკლასელების ბუკებს – რესურსცენტრებს 55 000 კომპიუტერი გადასცეს
კომპანია იუ ჯი თი-მ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის – „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, პირველკლასელი მოსწავლეების და მათ დამრიგებლებისთვის განკუთვნილი 55 000 ცალი acer-ის წარმოების სასკოლო ნეტბუქები საგანმანათლებლო რესურსცენტრებს უკვე გადასცა.
როგორც EDU.ARIS.GE -ს კომპანიაში განუცხადეს, 2020-2021 სასწავლო წლისთვის განკუთვნილი კომპიუტერები ახალი მოდელისაა და გაუმჯობესებული პროცესორით გამოირჩევა.
„ქვეყანაში მიმდინარე პანდემიისას და რთული პერიოდის მიუხედავად, შევძელით და დროულად და შეუფერხებლად განვახორციელეთ პორტაბელური კომპიუტერების მიწოდება ყველა რესურს ცენტრში საქართველოს მასშტაბით. მოხარულები ვართ, რომ წვლილი შეგვაქვს მოსწავლეების შემეცნებითი პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესებაში და ვთავაზობთ გასულ წლებთან შედარებით კიდევ უფრო გაუმჯობესებულ ტექნიკური მახასიათებლების მქონე პორტაბელურ კომპიუტერებს“, – აცხადებენ კომპანიაში.
განათლების უწყებამ აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულება 2020 წლის აპრილში გააფორმა და ბუკების შესასყიდად 31 350 000 ლარი გადაიხადა.
პირველკლასელებისთვის განკუთვნილი კომპიუტერების ტექნიკური მახასიათებლები ასე გამოიყურება:
1. პროცესორის ტაქტური სიხშირე (ერთ ბირთვზე) – პროცესორს უნდა შეეძლოს მუშაობა 2.0 ან მეტ GHz-ზე (მისაღებია Turbo ან Burst რეჟიმშიც)
2. პროცესორის ქეშ მეხსიერება – არანაკლებ 2 MB
3. პროცესორის არქიტექტურა – არაუმეტეს 14nm
4. პროცესორის ბირთვების რაოდენობა – არანაკლებ ორი
5. ვიდეო ადაპტერი -ინტეგრირებული
6. მეხსიერება არანაკლებ 64 GB SSD ან Flash
7. ეკრანი/ზომა/ტექნოლოგია – 11.6 ინჩი
8. გარჩევადობა არანაკლებ 1366 x 768 px
9. ოპერატიული მეხსიერება – არანაკლებ 4 GB
10. ქსელი – არანაკლებ WiFi AC მხარდაჭერა + Bluetooth
11. ელემენტი – ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა არანაკლებ 6 საათი (ეკრანი მაქს. სიკაშკაშეზე, ჩართული WiFi)
12. კლავიატურა – ინგლისური და ქართული ასოებით (ორივე ენის შემთხვევაში კლავიატურა უნდა შეესაბამებოდეს QWERTY სტანდარტს)
13. USB პორტი – არანაკლებ 2 ერთეული USB 2.0 ან/და USB 3.0
14. ფრონტალური კამერა და მიკროფონი – ინტეგრირებული
15. აუდიო ინტეგრირებული დინამიკები, ყურსასმენების და მიკროფონის სლოტი(ები)
16. ოპერაციული სისტემა და პროგრამები
- Windows 10 Pro (National Academic Strategic) 1909 ან უფრო ახალი*
- Microsoft® Office Professional Academic 2019 (EM) T6D-01011, English, ან უფრო ახალი ** Mythware “Classroom management” *** საგანმანათლებლო პროგრამები/თამაშები
17. წონა (შეფუთვის გარეშე, მხოლოდ კომპიუტერი) – არაუმეტეს 1.35 კგ (კვების ბლოკის გარეშე)
18. დიზაინი/ფერი კორპუსზე უნდა იყოს ქარხნულად დატანებული წარწერა (გრავირებული / ლაზერით), რომლის დიზაინი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. გარეთა კორპუსის ფერი ლურჯი, რუხი ან შავი.
როგორც ცნობილია პირველკლასელებისთვის განკუთვნილ ბუკების ნაწილს ეროვნულ გამოცდებზე იყენებენ. პანდემიის პირობებში გაჩნდა შეკითხვა რამდენად უსაფრთხო იქნება სხვა პირების მიერ გამოყენებული ტექნიკა ბავშვებსითვის?
როგორც EDU.ARIS.GE-ს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოში განუცხადეს, ბუკების დეზინფექცია მოხდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, ამის შემდეგ ტექნიკა იყო დასაწყობებული და შესაბამისად ის მოზარდებისთვის და პედაგოეგბისთვის უსაფრთხოა.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება