რა უფლებები მიეცა მთავრობას განათლებასთან მიმართებით საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ – პრეზიდენტის დეკრეტი
საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და 115 ხმით, მთელი საქართველოს მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა.
სხდომის შემდეგ განიმარტა, თუ რა უფლებები აქვს გამოცემული დეკრეტის საფუძველზე მთავრობას, მათ შორის განათლების მიმართულებით.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
„საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლთან მიმართებაში მთავრობას უფლება ეძლევა დაადგინოს ადრეული აღზრდის და სკოლამდელი განათლების შესახებ, ზოგადი განათლების შესახებ, პროფესიული განათლების შესახებ, სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისგან განსხვავებული წესები და პირობები.
საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს სამედიცინო განათლებსა და უფლებამოსილების მწონე პირების მობილიზაცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
იხილეთ პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების მიზეზით იქნა გამოცემული:
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან