რამდენ აბიტურიენტს დაუფიქსირდა სიცხე დღის ბოლოს გახდება ცნობილი
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით, საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრში დაიწყო. კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წელს დამატებით შეზღუდვები მოქმედებს. სავალდებულოა თერმოსკრინინგის გავლა, საგამოცდო ცენტრში პირბადით გამოცხადება და ზოგიერთ შემთხვევაში საგამოცდო ბარათთან ერთად PCR ტესტის წარმოდგენა.
როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, სტატისტიკას იმის შესახებ, თუ რამდენ აბიტურიენტს დაუფიქსირდა სიცხე გამოცდაზე შესვლამდე და სხვა დეტალებს დღის ბოლოს გაახმოვანებენ. მანამდე კი, მან აბიტურიეტებს წარმატებები უსურვა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი წესებს, რომლებიც გამოცდაზე შესულებმა უნდა დაიცვან.
,,დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები, წარმატება მინდა ვუსურვო ყველა აბიტურიენტს, დილის 08:00 საათზე საქართველოს მასშტაბით გაიხსნა 24 საგამოცდო ცენტრი, უკვე რვა საათიდან მობრძანდნენ აბიტურიენტები, ისინი პირველ რიგში განთავსდებიან დისტანციის დაცვით ეზოში და შემდგომ ეტაპობრივად გადავლენ სექტორებში. სექტორებში შესვლის წინ ისინი გაივლიან დეზობარიერზე, გაივლიან თერმოსკრინინგს და ამის შემდგომ მოხდება დაცვის მიერ მათი შემოწმება, რომ არ შეყვეთ რომელიმე ნივთი, რომელიც არ არის დაშვებული და შემდეგ უკვე ზუსტად 09:00 საათზე დაიწყება გამოცდა”, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.
რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ აბიტურიენტებს, სოფიო გორგოძის თქმით, მათთვის ჩარიცხვის განსხვავებული წესი იმოქმედებს, მაგრამ ვინც მოახერხებს საზღვარზე გადმოსვლას, გამოცდაზე გასვლას ყველანაირი დაბრკოლების გარეშე შეძლებს.
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან