რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა თბილისის 173-ე და 133-ე სკოლების საგამოცდო ცენტრებში
2020 წლის აბიტურიენტები დღეს ეროვნულ გამოცდას ისევ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა თბილისის ორ საგამოცდო ცენტრში.
173-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტმა გამოცდაზე შესვლა ვერ შეძლო, რადგან შეცდომით სხვა სკოლაში გამოცხადდა.
როგორც საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელმა EDU.ARIS.GE ს განუცხადა, რეგისტრაციის გავლის დროს აღმოჩნდა, რომ აბიტურიენტი სხვა საგამოცდო ცენტრის აპლიკანტი იყო.
“დაცვის სამსახურმა მას შესთავაზა საგამოცდო ბარათში დაფიქსირებულ საგამოცდო ცენტრამდე მიყვანა, თუმცა უარი მივიღეთ”, – განაცხადეს საგამოცდო ცენტრში.
საბოლოოდ კი გაირკვა, რომ აპლიკანტს საგამოცდო ბარათი ტელეფონიდან არასწორად ჰქონდა ამობეჭდილი და ის გამოცდაზე გუშინ, 9 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო. აპლიკანტი და მისი მშობელი გეგმავენ, რომ გამოცდაზე დაშვების თხოვნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართონ.
თბილისის 133-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში არასწორად გამოცხადდა დღეს ერთი აბიტურიენტი, რომელიც 207-ე ცენტრში გააბრუნეს, თუმცა მოასწრო თუ არა მან დროულად მისვლა, ჯერ უცნობია.
გამოცდის დაწყების ბოლო წუთზე მივიდა 133-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში კიდევ ერთი აპლიკანტი, რომელმაც გამოცდაზე შესვლა მოასწრო.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
გახდება თუ არა რეზიდენტურა და დოქტორანტურა უფასო? – რა დავალება მიიღო პრემიერ-მინისტრისგან განათლების სამინისტრომ
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლის ექიმად დასაქმებისას პრიორიტეტი მიენიჭება ამ სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობას – ცვლილება კანონში
by ARIS.GE-განათლება
-
ქართველ ახალგაზრდებში რუსეთში განათლების მიღების პერსპექტივების პოპულარიზაციას ეწევიან – რას წერს სუსი საკუთარ ანგარიშში
by ARIS.GE-განათლება