რას ამბობს გამოცდიდან ერთ საათში გამოსული პირველი აბიტურიენტი
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს.
თბილისის 173-ე საჯარო სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრიდან პირველი აბიტურიენტი 10:19 წუთზე გამოვიდა.
“ძალიან ემოციებში ვარ და დაბნეული. საკითხები აღარც მახსოვს, ნოდარ დუმბაძის მოთხრობა იყო, ერთი ეს შემიძლია გავიხსენო და ესეს თემა რა გავლენას ახდენს ტექნოლოგიები ადამიანის ცხოვრებაზე, სხვას ვერაფერს გეტყვით. საგამოცდო სივრცეს რაც შეეხება, ყველაფერი ნორმალურად იყო, მუშაობის დროს პირბადე მოხსნილი მქონდა, არც შემაწუხებელი სიცხე არ იყო”, – უთხრა EDU.ARIS.GE– ს აბიტურიენტმა.
პირველი აბიტურიენტი გამოვიდა ქუთაისის ერთ-ერთი საგამოცდო ცენტრიდანაც. მისი თქმით არაფერი დაუწერია.
-
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მასწავლებლებს მიმართავს
by ARIS.GE-განათლება
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება