რატომ არის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი ორიგინალური და რა არის მისი უპირატესობა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები ამბობენ, სასწავლო-ადმინისტრაციული კამპუსის არქიტექტორული კონცეფცია პრინციპულად განსხვავებულია საქართველოში არსებული საუნივერსიტეტო კორპუსებისგან.
რით გამოიხატება მისი ორიგინალობა?
კამპუსი, დასავლური უნივერსიტეტების მსგავსად, ქალაქის შემოგარენში, ეკოლოგიურად სუფთა, 15 000 კმ. ფართობზეა განლაგებული (დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ., ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია);
შენობა არ არის მრავალსართულიანი, რაც აუცილებელი საერთაშორისო მოთხოვნაა სტუდენტთა უსაფრთხოებისა და ერთიანი აკადემიურ/საკომუნიკაციო სივრცის შექმნის თვალსაზრისით;
უნივერსიტეტში სტუდენტებს საშუალება აქვთ სასწავლო-შემოქმედებითი აქტივობა განახორციელონ არასტანდარტულ, აუდიო-ვიზუალური ტექნიკით აღჭურვილ, ფუნქციურად დიფერენცირებულ აუდიტორიებში;
სტუდენტების განკარგულებაშია სპორტული მოედანი და ორიგინალური რეკრეაციული სივრცე, რომელიც სრული რელაქსაციის საშუალებას იძლევა;
სასწავლო კორპუსი უზრუნველყოფილია ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემით, რაც სწავლისთვის მაღალ კომფორტულ გარემოს ქმნის წლის ნებისმიერ დროს.
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში TESOL პროგრამის მერვე ნაკადი გაიხსნა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI სადოქტორო პროგრამებზე მიღებას აცხადებს – სპეციალობები და ვადები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს – პროგრამები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი