რატომ მოიხსნა გამოცდიდან ერთი მასწავლებლობის მსურველი – „ნაეკი“ გამოცდებს აჯამებს
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდები დასრულდა. გამოცდების ცენტრმა დღეს პროცესი შეაჯამა და გამოცდებიდან მოხსნის სტატისტიკაც გააცნო ჟურნალისტებს.
მათი ინფორმაციით, დაგვიანების შემთხვევების გარდა, გამოცდიდან აპლიკანტის მოხსნის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ერთი მასწავლებლობის მსურველის.
გამოცდის მსვლელობისას მათ მობილური ტელეფონი და დამხმარე მასალა აღმოუჩინეს.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 ათასანდე აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული, რომელთაგან გამოცდაზე 94 პროცენტი გამოცხადდა.
ამასთან გრძლედება აბიტურიენტთა პირველადი შედეგების გამოქვეყნებაც. როგორც გამოცდების ცენტრში აცხადებენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები აგვისტოს ბოლოს გამოქვეყნდება.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება