რესურსცენტრის ხელმძღვანელი: ხანძრის შემდეგ სკოლის შენობაში სწავლის გაგრძელება შეუძლებელია
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში მალხაზ აბაშიძის სახელობის საჯარო სკოლაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
როგორც ხონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ჯულიეტა ქობალია EDU.ARIS.GE–სთან აცხადებს, შენობაში სწავლის პროცესის გაგრძელება შეუძლებელია და მოსწავლეებს ახლომდებარე სოფელში გადაიყვანენ.
„ცეცხლი სავარაუდოდ გვერდით მდებარე ბაღის შენობიდან გავრცელდა. დროულად მოხდა მოსწავლეების ევაკუაცია და საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. სკოლაში სულ 37 მოსწავლეა და ვფიქრობთ, უახლოეს სოფელში გადავიყვანთ. მოხდება ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა“, – განაცხადა ჯულიეტა ქობალიამ.
ცეცხლის ჩაქრობას სკოლაში რამდენიმე სახანძრო და ათეულობით მეხანძრე ცდილობდა.
დამწვარი სკოლის საკითხზე განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სკოლა უმოკლეს დროში აღდგება:
“ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, სადაც საჯარო სკოლა დაიწვა სწავლა უმოკლეს დროში აღდგება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართოს. საჯარო სკოლაში, სადაც 36 ბავშვი სწავლობდა, ამ მომენტისთვის ზარალის დაზუსტება მიმდინარეობს, თუ რა საგანმანათლებლო რესურსებია საჭირო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მთლიანად სკოლის სრული ფუნქციონირებისთვის. სასწავლო რესურსებით სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ-ი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს”, – განმარტავს სამინისტრო.
მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება