როდის და რა პრინციპით დაიწყებენ სწავლას პირველკლასელები?
დღეს, 2020 წლის 11 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს წევრების მიერ გამართული ბრიფინგის შემდეგ, კვლავ უცნობი რჩება, როდის და რა პრინციპით დაიწყებენ სწავლას წლევანდელი პირველკლასელები.
საუბარი იყო სხვადასხვა კლასის შესახებ, რომლებიც დისტანციურად დაიწყებენ სწავლას, თუმცა არავითარი კონკრეტიკა პირველკლასელების შესახებ ჯერ არ გვაქვს. ბრიფინგში არ მონაწილეობდა და ჟურნალისტების კითხვებს არ პასუხობდა არც განათლების მინისტრი და არც უწყების რომელიმე წარმომადგენელი.
პირველკლასელთა მშობლების ინტერესს წარმოადგენს, რამდენად შეძლებენ მათი შვილები დისტანციურად სწავლას, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ამ საკითხზე ინფორმაციის მიღების მიზნით ჩვენ განათლების სამინისტროს უკვე მივმართეთ და მათ პასუხს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.
ინფორმაცია განახლდება…
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება