როდის და როგორ გამოიყენებს მასწავლებელი მოსწავლეთა დისტანციური სწავლებისას აღრიცხულ შეფასებებს
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომელიც პანდემიის გამო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლით არის განპირობებული.
ბრძანებას ახალი პუნქტები დაემატა, რომელიც როგორც დასწრების აღრიცხვას, ისე ნიშნების დაწერასა და მის საბოლოო ქულაში ასახვას არეგულირებს.
კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების პერიოდში გათავისუფლებული არიან ჟურნალში კონკრეტულ საგანში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიური ასახვის ვალდებულებისგან და ასევე გათავისუფლებული არიან ჟურნალში კონკრეტულ საგანში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრებისა და შეფასების შესახებ ინფორმაციის ყოველდღიური ასახვის ვალდებულებისგან.
თუმცა, ბრძანებით განისაზღვრა დისტანციური სწავლების პერიოდში პედაგოგისგან მოსწავლის შეფასების ვალდებულება:
“მასწავლებელი ვალდებულია ინდივიდუალურად აღრიცხოს „ტელესკოლის“, დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართული სასწავლო პროცესის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ მიღებული შეფასებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და აღნიშნული მიმდინარე შეფასებები სემესტრული/წლიური/საბოლოო შეფასებების გამოყვანის მიზნით სასწავლო წლის ბოლოს გადაიტანოს ჟურნალში”, – წერია განათლების მინისტრის ბრძანებაში.
-
თბილსისი საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია იწყება – ვადები და პროცედურა
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლებში ეროვნული შეფასებების დანერგვის მიზნით, 12 საგანში დავალებები შეიქმნა“ – პრემიერ-მინისტრი ზოგად განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დრო 2026 წლის ზაფხულის გამოცდების ყველა მონაწილისთვის
by ARIS.GE-განათლება