როდის დაბრუნდებიან მოსწავლეები სკოლებში და სტუდენტები აუდიტორიებში? – მიხეილ ჩხენკელის განმარტება
განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე დასმულ კითხვას, როდის დაბრუნდებიან მოსწავლეები სკოლებში, უპასუხა, რომ ეს ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.
„როგორც კი ეპიდსიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, როგორც კი ჯანდაცვის სფერო მწვანე შუქს აგვინთებს, რომ უსაფრთხოა იგივე მობილობის თვალსაზრისით, მოსწავლეები, რასაკვირველია, დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში და სტუდენტები აუდიტორიებში. ჩემი ღრმა რწმენით, რაც არ უნდა კარგი იყოს დისტანციური და ონლაინ სწავლება, ვერაფერი ვერასდროს ვერ ჩაანაცვლებს იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საკლასო ოთახში და საუნივერსიტეტო აუდიტორიებში. ამას გეუბნებით როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, კარგად ვიცი ეს ამბავი. იმ ენერგიას, პედაგოგიურს, რომელიც სუფევს საკლასო ოთახში და საუნივერსიტეტო აუდიტორიაში, ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს. ეს არის ბუნებრივი გარემო, სადაც სასწავლო პროცესი უნდა წარიმართოს. შესაბამისად, როგოც კი ეპიდსიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ცხადია, მოსწავლეები დაბრუნდებიან საკლასო ოთახებში და სტუდენტები უნივერსიტეტებში. ჩვენის მხრივ, ვიძლევით სრულ გარანტიას, რომ როგორც სკოლებში ასევე პროფესიულ სასწავლებლებში და უნივერსიტეტებში, სამედიცინო პროტოკოლი იქნება დაცული უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება