როდის გამოქვეყნდება ე.წ. უფასო ფაკულტეტები – სამინისტროს პასუხი
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების გამოქვეყნებას 2020 წლის აბიტურიენტები დიდი ინტერესით ელიან.
მის არჩევის შემთხვევაში სახელმწიფო სრულად აფინანსებს სტუდენტის სწავლას.
ფაკულტეტების სიისა და ადგილების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღის გარკვევის მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დავუკავშირდით.
როგორც EDU.ARIS.GE-ს უწყებაში უპასუხეს, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ახლო მომავალში გამოქვეყნდება. ამის შემდეგ აბიტურიენტებს თავიანთი არჩევანის ცვლილება და ე.წ უფასო ფაკულტეტით ჩანაცვლების საშუალება ექნებათ.
ცნობისთვის, საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება