როდის განხორციელდება წელს საჯარო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია – სააგენტოს პასუხი
საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში კორონავირუსის გავრცელების გამო, რეგისტრაციის დროის ცვლილება არ იგეგმება.
როგორც EDU.ARIS.GE-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აღსაზრდელთა რეგისტრაცია 2020 წლისთვის ივნისის თვეში დაიწყება და ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას სტატუსიანი პირები შეძლებენ, მეორეზე კი ყველა სხვა აპლიკანტი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ შეივსება ე.წ. რეზერვის სია მათთვის, ვინც წინა ორ ეტაპზე ვერ მოახერხებს დარეგისტრირებას.
„ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ რეგისტრაციის ზუსტ თარიღებს, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ცვლილება არ იგეგმება. რეგისტრაცია როგორც ყოველთვის ივნისში, ორ ეტაპად მოხდება, ასევე შეიქმნება სარეზერვო სია, რომელშიც ის პირები მოხვდებიან ვინც წინა ორ ეტაპზე ვერ მოახერხებს დარეგისტრირებას“, – განგვიცხადეს ბაღების მართვის სააგენტოში.
EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, ჯგუფებში ბავშვების რაოდენობის შემცირება არ იგეგმება. ეს მხოლოდ ახალი ბაღების გახსნის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე მოთხოვნა დიდია, ამიტომ ჯგუფებში ბავშვების რაოდენობის შემცირება მხოლოდ ახალი ბაღების გახსნის შემთხვევაში მოხდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება“, – აღნიშნეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
-
საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლის მასწავლებლის ხელფასი საათზე, დაახლოებით, 2 ლარით იზრდება“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილის პასუხები 2027 წლის ბიუჯეტზე
by ARIS.GE-განათლება
-
„რეპეტიტორიუმისთვის ახალი სასწავლო პროგრამა და შესაბამისი სახელმძღვანელოები უნდა შემუშავდეს“ – ირაკლი კობახიძე
by ამბები ზოგადი განათლებიდან