როდის იწყება უნივერსიტეტებში 2020-2021 სასწავლო წელი და პირველკურსელთა რეგისტრაცია
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. უნივერსიტეტების დიდ ნაწილში პირველკურსელთა რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყების ვადებს, მას საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლები ინდივიდუალურად განსაზღვრავენ. ამ ეტაპისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ზოგიერთ ნაწილს სწავლების დაწყების დრო დადგენილი არ აქვს.
ახალ სასწავლო წელს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებაც მოუწევთ, რაც სხვა წესებთან ერთად, სოციალურ დისტანციას და თერმოსკრინინგის აუცილებლობას გულისხმობს.
სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE გთავაზობთ ინფორმაციას უნივერსიტეტებში 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისა და რეგისტრაციის ვადების შესახებ.
თბილისი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი –
- ბაკალავრიატი/დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა პირველსემესტრელთა რეგისტრაცია: ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება – 1 – 8 სექტემბერი; აკადემიური რეგისტრაცია – 9 – 14 სექტემბერი. შემოდგომის სემესტრი: ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 7 აგვისტო – 13 სექტემბერი; აკადემიური რეგისტრაცია – 7 – 14 სექტემბერი; სააუდიტორიო მეცადინეობები – 14 სექტემბერი – 26 დეკემბერი; საგამოცდო პერიოდი – 9 იანვარი – 4 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 10 – 16 თებერვალი (დამატებითი გამოცდები); არდადეგები – 27 დეკემბერი – 8 იანვარი; 17 – 28 თებერვალი.
- გაზაფხულის სემესტრი: ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 1 – 28 თებერვალი; აკადემიური რეგისტრაცია – 22 თებერვალი – 1 მარტი; სააუდიტორიო მეცადინეობები – 1 მარტი – 12 ივნისი; საგამოცდო პერიოდი – 14 ივნისი – 8 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 15 – 21 ივლისი (დამატებითი გამოცდები); არდადეგები – 22 ივლისი – 12 სექტემბერი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (კსუ) – პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება 7 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით შერეული ფორმით – დისტანციურად ან ადგილზე გამოცხადებით. რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ჩარგლის ქუჩა N73. სწავლის დაწყების თარიღია 14 სექტემბერი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი) – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან 15-ის ჩათვლით. სწავლის ფორმატთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება სექტემბრის პირველ ნახევარში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით, სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის 2020-2021 სასწავლო წელი 21 სექტემბერს დაიწყება. რეგისტრაცია იწარმოებს 2019 წლის 2 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, შესაბამის ფაკულტეტებზე.
სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი – რეგისტრაცია 1 სექტემბერს დაიწყება და 15 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საბუთების მიღება მიმდინარეობს ყოველ დღე, კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შაბათი – 10:00 საათიდან 15:00 საათამდე). 2020-2021 სასწავლო წელი ყველა პროგრამის სტუდენტებისათვის დაიწყება 21 სექტემბერს.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – 2020-2021 სასწავლო წელი იწყება 7 სექტემბერს. სტუდენტთა აკადემიური/ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს 2020 წლის 01 სექტემბრიდან – 04 სექტემბრის ჩათვლით.
ქართული უნივერსიტეტი (სანგუ) – შემოდგომის სემესტრი (2020 წლის 7 სექტემბერი – 2021 წლის 23 იანვარი) ადმინისტრაციული რეგისტრაცია: პირველსემესტრელთათვის – 2020 წლის 27 აგვისტო – 5 სექტემბერი; დანარჩენი სტუდენტებისთვის – 2020 წლის 7 სექტემბერის ჩათვლით; აკადემიური რეგისტრაცია: ყველა სტუდენტისთვის – 2020 წლის 1-11 სექტემბერი; საუდიტორიო მეცადინეობა – 2020 წლის 7 სექტემბერი – 19 დეკემბერი.
აგრარული უნივერსიტეტი – აგრარული უნივერსიტეტის 2020-2021 სასწავლო წლის პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება 2 ეტაპად: 1. პირველი ეტაპი მოიცავს ელექტრონულ რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 7 სექტემბერს 10:00 საათზე და დასრულდება 8 სექტემბერს 18:00 საათზე, მეორე ეტაპი მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას, ხელშეკრულების გაფორმებას და ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელ ტესტირებას. მეორე ეტაპი ჩატარდება 10 სექტემბერს.
თავისუფალი უნივერსიტეტი – თავისუფალი უნივერსიტეტის, 2020-2021 სასწავლო წლის პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება 2 ეტაპად: 1. პირველი ეტაპი მოიცავს ელექტრონულ რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 4 სექტემბერს 17:00 საათზე და დასრულდება 5 სექტემბერს 24:00 საათზე. მეორე ეტაპი მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას, ხელშეკრულების გაფორმებას და ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელ ტესტირებას. მეორე ეტაპი ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში (მის. აღმაშენებლის ხეივანი N240) Auditorium Magnum აუდიტორიაში შემდეგი განრიგის მიხედვით – 6 სექტემბერი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (იბსუ) – რეგისტრაციის პერიოდი 7-11 სექტემბერი. პირველკურსელთა რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთების სია:
- საშუალო სკოლის ატესტატის დედანი (დამოწმება არ არის საჭირო); მედლის ქონის შემთხვევაში დამადასტურებელი ცნობა.
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის დამადასტურებელი ასლი;
- წვევამდელის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- 4 ფოტოსურათი (3×4 ) დაბეჭდილი და კომპაქტურ დისკზე (jpg ვერსია);
- * “ფლექსის” პროგრამის მონაწილეებისთვის – დამადასტურებელი ცნობა.
- **მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის გათვალისწინებული შიდა გრანტის მფლობელებისთვის – შესაბამისი ცნობა რომ მისი დედა, მამა, და-ძმა არის შეიარაღებული ძალების მოქმედი წარმომამდგენელი.
კავკასიის უნივერსიტეტი – ერთიანი ეროვნული გამოცდებით კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულმა პირებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 1 და 2 სექტემბერს 09:00 საათიდან 20:00 საათმდე კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, ოთახი – A1, მის: პ. სააკაძის #1.
საქართველოს უნივერსიტეტი – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი – თსსუ-ში 2020-2021 სასწავლო წელი დაიწყება 7 სექტემბერს. პირველსემესტრელთა პირველადი ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწარმოებს 1-ლი სექტემბერიდან 14 სექტემბერის ჩათვლით.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხვის მიზნით საბაკალავრო პროგრამების პირველ კურსზე და ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლებამოპოვებული აბიტურიენტი ვალდებულია 2020 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს 2020-2021 სასწავლო წლის პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე პირველკურსელმა უნდა გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია (სეუ-ში მოსვლის გარეშე), რომელიც დაიწყება 7 სექტემბერის 12:00 საათიდან და დასრულდება 12 სექტემბერს 18:00 საათზე. მეორე ეტაპი მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას 10 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით (კვირა დღის გარდა), წინასწარ განსაზღვრულ დროს (მისამართი: თბილისი, წინანდლის ქ. №9; მეტრო – 300 არაგველი) და ხელშეკრულების გაფორმებას.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი –საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 21 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით. სასწავლო პროცესი დაიწყება 2020 წლის 28 სექტემბერს.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი – აბიტურიენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება, უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია 5 სექტემბრიდან 11 სექტემბრამდე (შაბათ-კვირის ჩათვლით), 11:00-დან 18:00 საათამდე.
საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ) – სააუდიტორიო მეცადინეობები იწყება 2020 წლის 14 სექტემბერს. საგამოცდო პერიოდი: 2021 წლის 8 იანვარი – 11 თებერვალი შემოდგომის სემესტრის არდადეგები: 2020 წლის 27 დეკემბერი – 2021 წლის 7 იანვარი 2021 წლის 12 თებერვალი – 1 მარტი.
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი – გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში აბიტურიენტთა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულთათვის რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 01 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით.
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია – სწავლა იწყება 1-ლ ოქტომბერს, რეგისტრაცია დაიწყება ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ სიების გამოქვეყნების შემდეგ.
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 2019-2020 სასწავლო წელი დაიწყება 16 სექტემბერს.
ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) – პირველკურსელთა რეგისტრაცია გაიმართება 3 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულად.
რეგიონები
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სტუდენტთა რეგისტრაცია იწრამოებს 2020 წლის 21 სექტემბრამდე.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) – 2020-2021 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტი ახორციელებს სტუდენტების ონლაინ რეგისტრაციას, რომელიც გაგრძელელდება 10 სექტემბრის ჩათვლით. სტუდენტებმა რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტები მატერიალური ფორმით უნდა წარადგინონ 16-18 სექტემბერს, უნივერსიტეტის K ბლოკში, სტუდენტური სერვისების სამსახურში. სტუდენტურ საცხოვრებელში კამპუსზე ცხოვრების სურვილის შემთხვევაში სტუდენტებმა უნდა შეავსონ KIU სტუდენტური საცხოვრებლის კითხვარი 18 სექტემბრის ჩათვლით. სასწავლო პროცესი დაიწყება 15 სექტემბერს.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია ცხადდება სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელიც გამიცემა არაუგვიანეს 1 ოქტომრისა
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – პირველკურსელთა რეგისტრაცია 1- 11 სექტემბრამდე გაგრძელდება და სწავლა 15 სექტემბერს.
ქუთაისის უნივერსიტეტი – 2020-2021 სასწავლო წლის პირველსემესტრელთა რეგისტრაციისა და ხელშეკრულების გაფორმების ვადები განსაზღვრულია 1 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით. ადმინისტრაციული რეგისტრაცია მიმდინარეობს 15 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით. აკადემიური რეგისტრაცია კი – 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი – 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ბსუ-ში ჩარიცხვის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების (შემდეგში ,,პირველესემესტრელები“) რეგისტრაცია (ხელშეკრულების გაფორმება და პირადი საქმის გახსნა, აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია – სწავლის საფასურის გადახდა) იწარმოებს ბსუ-ს ფაკულტეტების მიხედვით 2020 წლის 7 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით (კვირის გარდა) პერიოდში, 10:00-დან 17:00 საათამდე. 020 -2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესი დაიწყება 2020 წლის 21 სექტემბერს.
იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამის ფაკულტეტებზე.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – აბიტურიენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2020 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით. სწავლა დაიწყება 16 სექტემბერს.
შენიშვნა! – დამატებითი ინფორმაციისთვის, უმაღლეს სასწავლებლებში წარსადგენი საჭირო დოკუმენტაციისა თუ რეგისტრაციის პროცედურების შესახებ, დაუკავშირდით თავად უნივერსიტეტებს (საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ მათს ოფიციალურ ვებგვერდებზე).
მასალა მომზადებულია უნივერსიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციასა და მათს ვებგვერდებზე განთავსებული აკადემიური კალენდრების მიხედვით.
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება