როგორ დავიბრუნოთ უკან 2020 წლის გამოცდებისათვის ზედმეტად/შეცდომით გადახდილი თანხა – ინსტრუქცია
იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტებმა, სტუდენტებმა, მაგისტრანტობის კანდიდატებმა, მასწავლებლებმა და მასწავლებლობის მსურველებმა 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისთვის შეცდომით ან ზედმეტად გადაიხადეს თანხა, აღნიშნული საფასურის უკან დასაბრუნებლად უნდა წარადგინონ განაცხადი. ამისთვის კი აპლიკანტებს ერთთვიანი ვადა აქვთ.
2020 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, მინდელის ქ. N9) 8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით.
განცხადებას უნდა დაერთოს:
- აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა, ან მშობლის შემთხვევაში, არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა).
- ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება.
რა შემთხვევაშიც ბრუნდება გადახდილი საფასური უკან?
საფასური სრულად ბრუნდება:
- თუ პირი არ დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ან სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში ან 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე უარი განაცხადა გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე;
- თუ პირი არ დარეგისტრირდა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში, ან 2020 წლის 30 აპრილის 18:00 საათამდე უარი განაცხადა გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე;
- თუ მასწავლებლობის მსურველი არ დარეგისტრირდა დადგენილ ვადებში, ან 2020 წლის 30 აპრილის 18:00 საათამდე უარი განაცხადა საგნის ტესტირებაში მონაწილეობის მიღებაზე.
- თუ აბიტურიენტი ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს;
- თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება