როგორ გავიგოთ ეროვნული გამოცდების შედეგები SMS-ის საშუალებით – გამოცდები 2020
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებიის შედეგების გამოქვეყნება იწყება. ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნება უნდა დასრულდეს 10-აგვისტომდე.
რაც შეეხება პროცედურებს, აბიტურიენტების ქულების ნახვა როგორც ვებგვერდის ისე SMS-ის საშუალებითაც შეეძლებათ.
ვებგვერდის შემთხვევაში აბიტურიენტს შედეგის ნახვა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე www.naec.ge ან www.online.naec.ge შეეძლება.
შედეგების გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ გამოცდებში მიღებული შეფასებები, შეიტყოთ კონკრეტულ დავალებაში მიღებული შედეგი, იხილოთ თქვენი ნაშრომების სკანირებული ასლები.
რაც შეეხება მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი (ბარათზე მითითებული ცხრა ნიშნა რიცხვი) უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).
წელს ეროვნულ გამოცდებზე 40 ათასამდე აბიტურიენტია რეგისტრირებული.
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება