GE

როგორ შევიტანოთ ცვლილება პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში – ინსტრუქცია 2020 წლის აბიტურიენტებს

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია, ამჯერად სააპელაციო განაცხადების მიღება მიმდინარეობს. აბიტურიენტებს ჯერ კიდევ შეუძლიათ განახორციელონ ცვლილება მათ მიერ არჩეულ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში.

თუ თქვენ გსურთ რომელიმე არჩეული პროგრამის წაშლა, აყენებთ კურსორს შესაბამის პროგრამაზე და ირჩევთ ღილაკს – წაშლა. შემდეგ კურსოსრს აყენებთ იმ პროგრამაზე, რომლის შემდეგაც გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, წერთ პროგრამის კოდს და იყენებთ ღილაკს – დამატება, ბოლოს კი აჭერთ შენახვის ღილაკს.

იმ შემთხვევაში თუ პირველ საფეხურზე გსურთ სასურველი პროგრამის ჩასმა, მაშინ კურსორს აყენებთ პირველ საფეხურზე, იყენებთ ღილაკს – დამატება და წერთ სასურველ პროგრამას, შემდეგ კვლავ დგებით პირველ პოზიციაზე, ირჩევთ ღილაკს – წაშლა და აფვტომატურად მეორე საფეხურზე მდგარი პროგრამა ინაცვლებს სასურველ პირველ საფეხურზე.

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ უნდა გამოიყენოთ შენახვის ღილაკი.

საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალში ცვლილების განხორცილება, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მეორე დღის 18:00 საათის ჩათვლით არის შესაძლებელი, ამ კონკრეტული ვადის ამოწურვის შემდეგ საგანამანთელბლო პროგრმების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლით.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური