როგორ უნდა ავიღოთ ატესტატი 20 ივლისიდან – ცვლილებები პროცედურაში და ატესტატის მიღების წესი
20 ივლისიდან 2019-2020 სასწავლო წელს სკოლადამთავრებული პირები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის აღებას უკვე შეძლებენ. თუმცა, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოებში განსხვავებული პროცედურა მოქმედებს, რომლის გათვალისწინების გარეშეც სასურველი დოკუმენტის მისაღებად განაცხადის გაკეთებას ვერ შეძლებთ.
EDU.ARIS.GE-მ კურსდამთავრებულებისთვის ყველა საჭირო დეტალი გაარკვია.
პროცედურა:
პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ იუსტიციის სახლის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში ვიზიტისთვის, თქვენ გჭირდებათ ჯავშნის გაკეთება ვებ-გვერდზე (ატესტატის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს კურსდამთავრებულის მშობელი, მეურვე).
გაითვალისწინეთ, რომ ფილიალში ატესტატის აღებისთვის განაცხადის გასაკეთებლად მისული ვიზიტორი სწორედ ის ადამიანი უნდა იყოს, ვინც ჯავშანს გააკეთებს, ვის სახელზეც შეივსება ზემოთ მოცემულ საიტზე არსებული საჭირო მონაცემები, სხვა პირი ადგილზე არ დაიშვება.
ჯავშნის გაკეთებისას ყველა ველი უნდა შეივსოს მოთხოვნის შესაბამისად და ჯავშნის ტიპში, ვიზიტის მონაცემების გრაფაში უნდა აირჩიოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. მას შემდეგ, რაც შეივსება ყველა საჭირო ველი და აირჩევთ გაგზავნის ღილაკს, უმჯობესია ამოიწეროთ ეკრანზე გამოტანილი ჯავშნის კოდი, ვინაიდან შესაძლებელია, მოკლე ტექსტური შეტყობინება თქვენთან არ გამოიგზავნოს.
ყურადღება მიაქციეთ თქვენთვის სასურველი ვიზიტის თარიღის არჩევას, თუკი არჩევისას რიცხვები გაღიავებულია, ეს ნიშნავს, რომ ამ თარიღში ყველა ადგილი შევსებულია და თქვენ ჯავშანს ვერ გააკეთებთ, ამიტომ უნდა აირჩიოთ სხვა თარიღი.
ამის შემდეგ, დადგენილ თარიღში თქვენ მიდიხართ თქვენს მიერ მითითებულ ფილიალში და ადგილზე ოპერატორის დახმარებით აკეთებთ განაცხადს ატესტატის გაცემის შესახებ. რა თარიღში იქნება მზად თქვენ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტი, ამას ოპერატორი ადგილზევე გეუბნებათ და თქვენ მხოლოდ ფოსტას უნდა დაელოდოთ დათქმულ თარიღში, ხელმეორედ ადგილზე მისვლა აღარ გიწევთ, დოკუმენტი ადრესატთან მიაქვს ფოსტას.
ატესტატის მიღების ზოგადი წესები და საფასური დაჩქარების შემთხვევაში
გაითვალისწინეთ, ადგილზე გამოცხადებული პირი, რომლის სახელზეც არის ჯავშანი გაკეთებული, ვალდებულია თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯავშნის კოდი და ასევე პირბადე.
რაც შეეხება ატესტატის დუბლიკატს, მისი აღება შესაძლებელია არა 20 ივლისიდან არამედ იქამდეც, თუ პირი იუსტიციის სახლის ბაზაში იძებნება.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება