როგორ ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლა – 2020 წელი
ყოველწლიურად აბიტურიენტები მაღალ ინტერესს იჩენენ საგამოცდო საგნებში მინიმალური ბარიერისა და შემდგომ უკვე გათანაბრებული ქულის შესახებ. ინფორმაცია გამსველელი ქულის შესახებ 2020 წლის აბიტურიენტებისთვის ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. მანამდე კი შეგიძლიათ გაეცნოთ ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესისა და შედეგების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შემოგვთავაზა ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში აბიტურიენტების ქულების შედარებისათვის გამოყენებული მეთოდოლოგიისა და პრაქტიკული მეთოდების აღწერა.
ცენტრის მიერ შემოთავაზებულ განმარტებაში აღწერილია:
1. მოცემულ საგანში აბიტურიენტების მიერ ტესტის სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ნედლი ქულების გაიგივებისა და გათანაბრების მიზანშეწონილობა;
2. სხვადასხვა საგანში გათანაბრების შედეგად მიღებული ქულების ერთიან სკალაზე განთავსების (სკალირების) აუცილებლობა;
3. ქულების გაიგივება/გათანაბრებისა და სკალირებისათვის გამოყენებული მეთოდოლოგია და შესაბამისი პროცედურები.
დოკუმენტი განკუთვნილია როგორც აბიტურიენტებისა და მათი მშობლებისათვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისათვის.
იხილეთ დეტალური ინფორმაცია სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდის შესახებ
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება