როგორ ხდება საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა მიერ რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება
იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც საქართველოში სწავლის გაგრძელების მიზნით 20 აგვისტოს ჩათვლით დარეგისტრირდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (ე. მინდელის N9.), ტესტირება 2 სექტემბერს 11:00 საათზე ჩატარდება.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ზოგადი უნარების გამოცდაზე რეგისტრაციისათვის გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება:
- თუ პირი გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა გამოცდაზე;
- გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება.
განაცხადები 1 სექტემბრის 10:00 საათიდან 30 სექტემბრის 18:00 საათამდე მიიღება. თანხა დაბრუნდება გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.
თანხის დასაბრუნებლად აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა და წარდგენილ განცხადებას უნდა დაურთოს:
- ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, რომელშიც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი (22 სიმბოლოსგან შემდგარი ნომერი) და ანგარიშის დასახელება (გვარი, სახელი);
- აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით თანხის გადახდის შემთხვევაში – შესაბამისი ამონაწერი ან თანხის გადახდის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.
შევსებული განაცხადი თანდართული დოკუმენტაციით უნდა წარადგინოთ დადგენილ ვადებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მისამართზე: ე. მინდელის N9. რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. ასევე, შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელექტრონულად ცენტრის ელფოსტაზე: info@naec.ge.
-
2027 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება