როგორია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესი
როგორია მსურველი პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესი, ვის შეუძლია ჩაბარება და რა პირობებს აწესებს ამისთვის კანონმდებლობა:
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველი არის:
ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება, ხოლო მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში – საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.
1. საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ აპლიკანტი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით გადის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავად ადგენს მის მიერ განსაზღვრული გამოცდის შინაარს, ჩატარების ფორმასა და გამოცდის ჩატარებასთან დაკავშრებულ პროცედურებს.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აპლიკანტთა რეგისტრაციის გამოცხადებასა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას აქვეყნებს მის ოფიციალურ ვებგვერდზე.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მის მიერ განსაზღვრული გამოცდის საბოლოო შედეგების დაინტერესებულ მხარეთათვის საქართველოს კანომდებლობით დადგენილი წესით გაცნობის შემდეგ, ქმნის რანჟირების დოკუმენტს.
რანჟირების დოკუმენტში მოხვდება მხოლოდ ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი. (ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება რანჟირების დოკუმენტს ქმნის შესაბამის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და აპლიკანტთა მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულის შესაბამისად.
ამასთან, თუ რანჟირების დოკუმენტის შექმნის პროცესში აღმოჩნდება, რომ თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აპლიკანტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს გადაწყვეტილებას მისთვის გამოყოფილი მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ადგილების დამატების თაობაზე.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემუშავებული რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.
2. აპლიკანტთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.
3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აპლიკანტის ჩარიცხვა ფორმდება, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და აპლიკანტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
4. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც იმავე წლის 5 ოქტომბრამდე იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. რექტორის ერთიან აქტში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, შესაბამის საგნის გამოცდაზე აპლიკანტის საიდენტიფიკაციო კოდი, საგნის გამოცდის ჩატარების წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საგანი, რომელიც წარმატებით ჩააბარა აპლიკანტმა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამის ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ ელექტრონული ფორმით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტის გამოცემის შემდეგ პირი ირიცხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა
1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერებად განიხილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან განთავისუფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეწყვეტის გარეშე.
2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერების საფუძველია: პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა; ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.
3. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერებიდან 5-წლიანი ვადის გასვლა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული სხვა საფუძველი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით/პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობას ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებას.
4. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი, არ განიხილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების საერთო რაოდენობის ფარგლებში. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების რაოდენობის აღრიცხვის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერების რეგისტრაცია.
6. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის აღდგენა იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც პირს შეუჩერდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი, დასაშვებია სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლების გადაჭარბებით. ამ შემთხვევაში სტუდენტების საერთო რაოდენობის ზევით ჩარიცხული პირების რაოდენობა გამოაკლდება მომდევნო სასწავლო წლისათვის დაწესებულების მიერ დადგენილ სტუდენტთა მისაღები ადგილების რაოდენობას.
გარდამავალი დებულებები იხილეთ კანონში და შეტანილ ცვლილებაში
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება