რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა – გამოცდები 2020
2020 წლის აბიტურიენტები გამოცდებთან დაკავშირებულ სიახლეებს ეტაპობრივად იგებენ. თითოეული აპლიკანტისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს რამდენად მაღალია ამა თუ იმ მიმართულებაზე ჩაბარების მსურველთა რაოდენობა, შესაბამისად რამდენად მაღალია კონკურენცია.
ამ ეტაპზე ცნობილია 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
იხილეთ რეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობა საგნების მიხედვით:
- ისტორია – აირჩია 22 850 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- მათემატიკა – აირჩია 12 660 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ბიოლოგია – აირჩია 3250 -მდე აბიტურიენტმა;
- გეოგრაფია – აირჩია 1040 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ზოგადი უნარები- აირჩია 4500 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ლიტერატურა – აირჩია 920-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- სამოქალაქო განათლება- აირჩია 430 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ქიმია – აირჩია 2340 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ფიზიკა – აირჩია 200 -ზე მეტმა აბიტურიენტმა;
- ხელოვნება – აირჩია 50-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას აბარებენ: 1. ქართულ ენასა და ლიტერატურას; 2. უცხოურ ენას, მესამე გამოცდა კი დამოკიდებულია პროგრამებზე: ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო (პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე) სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას აბარებენ. სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდაა. უმაღლესი სასწავლებლების ნაწილმა რამდენიმე პროგრამაზე აირჩია მეოთხე საგანი. აბიტურიენტებისათვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა აქვს.
ცნობისთვის, აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.
- რომელ სტუდენტებს დაეხმარება ფინანსურად გორის მერია 2025 წელს – ბიუჯეტი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება
- „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ – ანუ როგორ (ვერ) ვიზეიმეთ მასწავლებლებმა ახალი წელი ივლისში by განათლებული ბლოგი
- EMIS-ის გაფრთხილება სკოლების ადმინისტრაციას და მასწავლებლებს – 27 დეკემბერი სემესტრის ბოლო დღეა by ARIS.GE-განათლება