რომელ კანონპროექტებზე გააგრძელებს მუშაობას განათლების კომიტეტი
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა, წინა მოწვევის პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტების მიხედვით ნუსხა შეადგინა, რომელთა შესახებაც მსჯელობას გააგრძელებს, ან უარს იტყვის. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია გააგრძელოს ათი კანონპროექტიდან ორის განხილვა: „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
„უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიღების მიზანია სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის“ მხრიდან იმ დიპლომების აღიარების აუცილებლობა, რომლებიც გაცემულია სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის“ მიერ 2007- 2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
რაც შეეხება „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს, იგი წინა მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ინიციატივაა, რომლის მიხედვითაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტს.
განათლების სამინისტროში უკვე მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტის შემუშავების პროცესი.კანონპროექტში შემავალი ცვლილებით, აღნიშნული სამინისტროები ერთად დაამტკიცებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირების წესს.
კანონპროექტის მიხედვით, 2022 წლის 15 სექტემბრამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს.
კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანის თქმით, სიახლე ეხება 2022-2023 სასწავლო წელს, რაც საკმარისი ვადაა იმისთვის, რომ ამ ორმა სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროს ხელშეწყობით ეს რეფორმა განახორციელოს.
„პანდემიამ ბევრი რამ დაგვანახა, თუმცა ამის საჭიროება პანდემიამდეც არსებობდა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ყოფილიყო შესაბამისი ამბულატორიული პუნქტები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება