რომელ უნივერსიტეტში და რა მიმართულებაზე დარჩა უნარების გამოცდა სავალდებულოდ ან არჩევითად – სია
2020 წლის აბიტურიენტებისთვის გამოცდების ახალი მოდელით ჩატარების პრინციპის განსაზღვრის შემდეგ, დღეს ცნობილი გახდა იმ დამატებითი საგნების პირველადი ჩამონათვალი, რომლებიც უნდა ჩააბარონ აბიტურიენტებმა კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში.
როგორც ცნობილია, ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო გამოცდების ნუსხიდან ამოღებულია და ის თავად უნივერსიტეტებმა უნდა აირჩიონ ან სავალდებულოდ შესთავაზონ აბიტურიენტს ან, როგორც აღმოჩნდა არჩევითად.
EDU.ARIS.GE-მ პირველად მონაცემებზე დაყრდნობით ის უნივერსიტეტები და საგანმანათლებლო პროგრამები შეკრიბა, სადაც ზოგადი უნარები ან სავალდებულოდ დააწესა უმაღლესმა, ან არჩევითად სხვა საგნებთან ერთად. მონაცემები ასე გამოიყურება:
ზოგადი უნარების გამოცდა აბიტურიენტისთვის სავალდებულოა:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – საერთაშორისო სამართალი (სხვა სავალდებულო საგნებთან ერთად)
ზოგადი უნარების გამოცდის არჩევით ჩაბარება აბიტურიენტს შეუძლია შემდეგ შემთხვევაში:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – საერთაშორისო ურთიერთობები. ბარდება: ზოგადი უნარები, ან გეოგრაფია (სავალდებულო საგნებთან ერთად)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – სამართალი. ბარდება: ზოგადი უნარები, ან ლიტერატურა (სავალდებულო საგნებთან ერთად)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სამართალი. ბარდება: ზოგადი უნარები, ან ლიტერატურა, ან სამოქალაქო განათლება (სავალდებულო საგნებთან ერთად)
საქართველოს უნივერსიტეტი – ბიზნესის ადმინისტრირება. ბარდება: ზოგადი უნარები, ან ფიზიკა, ან ქიმია, ან ბიოლოგია, ან გეოგრაფია, ან ლიტერატურა (სავალდებულო საგნებთან ერთად)
საქართველოს უნივერსიტეტი – ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამა. ბარდება: ზოგადი უნარები, ან ფიზიკა, ან ქიმია, ან ბიოლოგია, ან გეოგრაფია, ან ლიტერატურა (სავალდებულო საგნებთან ერთად)
საქართველოს უნივერსიტეტი – ეკონომიკა. ბარდება: ზოგადი უნარები, ან ფიზიკა, ან ქიმია, ან ბიოლოგია, ან გეოგრაფია, ან ლიტერატურა (სავალდებულო საგნებთან ერთად)
საქართველოს უნივერსიტეტი – საჯარო მმართველობა. ბარდება: ზოგადი უნარები, ან ფიზიკა, ან ქიმია, ან ბიოლოგია, ან გეოგრაფია, ან ლიტერატურა (სავალდებულო საგნებთან ერთად)
საქართველოს უნივერსიტეტი – ტურიზმი. ბარდება: ზოგადი უნარები, ან ფიზიკა, ან ქიმია, ან ბიოლოგია, ან გეოგრაფია, ან ლიტერატურა (სავალდებულო საგნებთან ერთად)
-
„თუ ასეთი აბიტურიენტები მაინც ხდებიან სტუდენტები, უნივერსიტეტში სწავლას ვეღარ ახერხებენ“ – სპეციალისტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ქიმიაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ვიცით, რა უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ახალ წიგნებში რა იქნება, ეგ არ ვიცით – მასწავლებელი გამოწვევის წინაშეა“
by ARIS.GE-განათლება