რომელ უნივეტრსიტეტში რამდენი პირი დაფინანსდება სახელმწიფო გრანტით მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე – სია და ადგილები
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭების წესში განათლების მინისტრის ბრძანებით ცვლილება შევიდა.
ბრძანების მიხედვით, სახელმწიფო სასწავლო გრანტი მიენიჭებათ შემდეგ უმაღლეს დაწესებულებებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გარკვეული რაოდენობით ჩარიცხულ პირებს:
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 100;
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 130;
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 120;
სსიპ – ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 65;
სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 30;
სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 45;
სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი -40;
შპს – საქართველოს უნივერსიტეტი -10;
სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 60;
შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტი – 20;
სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია – 7;
შპს – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი – 20;
სსიპ – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი – 6;
ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი – 35;
სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 25;
ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი – 80;
სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი – 30;
შპს – ევროპის უნივერსიტეტი – 50.
საერთო რაოდენობა – 873.
-
2026 წლის საგრანტო გამოცდაზე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები გავლენ – სავარაუდო ვადები დასახელდა
by ARIS.GE-განათლება
-
„უნდა გამოცხადდეს სტუდენტთა რეგისტრაცია სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად ან გასაუმჯობესებლად“ – დეტალები
by ARIS.GE-განათლება
-
როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა
by განათლებული ბლოგი