რომელი კურსის სამედიცინო მიმართულების სტუდენტების მობილიზება მოხდება კორონავირუსის პანდემიის მართვის პროცესში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს წინა სხდომაზევე იყო რეკომენდაცია, რომ მომხდარიყო სამედიცინო მიმართულების სტუდენტების მობილიზება კორონავირუსის პანდემიის მართვის პროცესში.
მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობა ომზე არანაკლებია და როგრც ომში, დღესაც სამედიცინო მიმართულების დამამათავრებელი კურსის სტუდენტების პროცესებში ჩართვა უნდა მოხდეს.
„წინა სხდომაზეც იყო ეს რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ სამედიცინო ქსელის მობილიზება. აქ შედიან ჩემი კოლეგები, ვინც დღეს დასაქმებული არ არიან და ასევე მაღალი კურსის (მე-5-მე-6 კურსზეა საუბარი) სტუდენტები და რეზიდენტები. ლაპარაკია ელემენტარული სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებზე. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ ომში ვართ. მე-4 კურსის სტუდენტები მიჰყავდათ მეორე მსოფლიო ომში, როცა მათ ძირითადი უკვე გავლილი ჰქონდათ. პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ, ამიტომ, როცა საჭიროა უნდა მოხდეს სრული მობილიზება, მათ შორის სამედიცინო პერსონალის და მათ შორის სტუდენტების. მე, როცა მე-5 კურსზე ვიყავი მთელ რიგ სამედიცინო ჩარევებს ვაკეთებდი. დღეს, მით უმეტეს, ცხელი ხაზის მართვა, ადამიანის დარიგება და რეკომენდაციების მიცემა თავისუფლად შეიძლება. ამიტომ, ახლა სწრაფი მოკლე კურიკულუმია შედგენილი სტუდენტების გადამზადებისთვის, რა უნდა იცოდნენ კოვიდზე, ძირითადი პრინციპები და დარწმუნებული ვარ, ისინი ექიმ ასისტენტებად თავისუფლად იმუშავებენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსთან ბრძოლაში სტუდენტების ჩართვის შესახებ განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დღეს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გააკეთა.
მისი თქმით, “მომზადების კურსი იქნება მრავალწახნაგიანი, მრავალი განზომილება იქნება აქ ჩართული და სიტუაციიდან გამომდინარე, რაშიც დასჭირდებათ ჩვენს ექიმებს დახმარება უფროსკურსელები მათ ამაში დაეხმარებიან”.
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ქიმიაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ვიცით, რა უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ახალ წიგნებში რა იქნება, ეგ არ ვიცით – მასწავლებელი გამოწვევის წინაშეა“
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ისტორიაში
by ARIS.GE-განათლება